The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან მგალობლიშვილი

ლევან მგალობლიშვილი
დაბადების თარიღი:6 აპრილი, 1934
გარდაცვ. თარიღი:28 ოქტომბერი, 2012  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი გზათა მიმოსვლის ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის სპეციალობით.

1958-1960წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის ელექტრომომარაგების თბილისის უბნის ინჟინრად, ხოლო 1960 წელს სამუშაოდ გადავიდა თბილისის ელექტროტექნიკურ ინსტიტუტში; 1960-1963წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტის ასპირანტი, 1963-1964წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრული ტრანსპორტის კათედრის უფროსი ინჟინერი; 1964-1974წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სწავლული მდივანი, სამეცნიერო-საორგანიაციო განყოფილების უფროსი, მთავარი სწავლული მდივნის მოადგილე, 1974-1985წწ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ორგანიზაციულ - პარტიული მუშაობის განყოფილების ინსპექტორი, საქართველოს კომპარტიის თბილისის კალინინის რაიკომის პირველი მდივანი, ცენტრალური კომიტეტის საერთო განყოფილების გამგე; 1985-1996წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბუნებისმეტყველებისა და ტექნიკის ისტორიკოსთა საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიის პრეზიდიუმის სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილების უფროსი. 1996 წლიდან არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მრჩეველი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.132;  წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.213; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 630-631

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საერთაშორისო საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
    1988-1997 წლებში გამოქვეყნებულ შრომათა ციკლისათვის- "საქართველოში სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის ჩამოყალიბება და განვითარება"
  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1971 - საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: