The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ასათიანი

ლევან ასათიანი
დაბადების თარიღი:9 მაისი, 1953  (70 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, დიპლომატი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტი, საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით.

1975 წლიდან მუშაობდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სხვადასხვა თანამდებობაზე, უცხოურ გამოფენებზე, ამავე პალატის განყოფილების ინსპექტორი; 1979 -1980 წწ. ირანის თბოელექტროსადგურ "რამინის" მთარგმნელი; 1980 წლიდან საქართველოს უმაღლესი და საშუალო-სპეციალური განათლების სამინისტროს მეცნიერების სამმართველოს ინსპექტორი; საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი; 1990 წლიდან თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის შრომისა და სოციალურ საკითხთა სამმართველოს სპეციალისტი; საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო", საგარეო ურთიერთობათა კომისიის წევრი, ეკონომიკური ურთიერთობების ქვეკომისიის თავჯდომარე (1990-1991); ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი)1992-2010 წწ. მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე: 1994-1996 წწ. ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი; 1996-1999 წწ. საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი; 1999-2002 წწ. ეუთო-ს მისიის დამკვირვებლი ხორვატიაში, 2002 წლიდან საგარეო სქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის საქმეთა დეპარტამენტის დირექტორი; 2004-2010წწ. საქარველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 2010 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი; GIPA-ში კითხულობს "ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის" კურსს; ამავდროულად არის ლევან მიქელაძის ფონდის მკვლევარი, მიწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და საქართველოს მთავრობის კანცელარიის კონსულტანტი. არის არაერთი კვლევის/პუბლიკაციის ავტორი ახლო აღმოსავლეთისა და ირანის პოლიტიკურ გეოგრაფიაში.

წყარო: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.-გვ. 72; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ვებგვერდი:  gipa.geდამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ. 33

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, დეპუტატი (1991-1992)

გააზიარე: