შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ანდრონიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო. მიხეილ მიხეილის ძე ანდრონიკაშვილი - ჩიხტის გამომგონებელი. მას ჰყავდა და, რომელსაც ორივე ხელზე თითები არ ჰქონდა და დახმარების გარეშე თავსაბურავს ვერ იკეთებდა. გიორგი ანდრონიკაშვილის გადმოცემით: "მიხეილ ანდრონიკაშვილმა აიღო შაქრის ქაღალდი და მაკრატელი, რამდენიმე ფენა გამოჭრა, ერთმანეთს დააკრა, თავსაკრავი შემოახვია, ზევიდან მარმაში გადააკრა, მიიღო კოპი, წინ გაუკეთა შუბლის ქინძისთავი. ამიერიდან ყველამ აქედან შემოიღო ჩიხტა-კოპი".(ნ. გვათუას კვლევის მიხედვით, შუსტაკი ხმარებიდან დაახლოებით XIX ს. 30-იანი წლებიდან გამოსულა და მის მაგივრად ჩიხტი-კოპის ტარება დაუწყიათ). წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.162
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |