| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ანთაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ვარძია, შორაპნის მაზრა. სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. მუშაობდა ქუთაისის კერძო სასწავლებელში მასწავლებლად (1895). 1897 წელს მარელისის სამრევლოში მღვდლად მიიწვიეს, სადაც სახალხო სკოლა გახსნა და სამი წელი უსასყიდლოდ ასწავლიდა, შორაპანში დაასრულა ქვითკირის ეკლესიის მშენებლობა. იყო სასულიერო გამომძიებელი. ხშირად საეპარქიო სამღვდელოების დეპუტატად ირჩევდნენ. მასწავლებლობდა ზესტაფონის კერძო ქალთა პროგიმნაზიაში, ვაჟთა სამოქალაქო სკოლაში, რკინიგზის სკოლასა და ვაჟთა გიმნაზიებში. მისი ხელმძღვანელობით დაარსდა ზესტაფონის "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება"(1909) და "ქართული საქველმოქმედო საზოგადოების" განყოფილებები (1912), რომელთა გამგეობების წევრიც იყო. 1916 წელს, სხვებთან ერთად, მეფის ნაცვალს საქართველოს ავტოკეფალიის გამოსათხოვად წარუდგა. 1917 წელს იმერეთის ეპარქიის სამრევლო-საეკლესიო სკოლების საბჭოს თავმჯდომარე, იმავე წელს - იმერეთის ეპარქიის სამრევლო-საეკლესიო დროებითი აღმასრულებელი და შორაპნის სამაზრო კომიტეტის წევრი იყო. უმთავრესად იტაცებდა ხელოვნება სარწმუნოებაში, კარგი კითხვა-გალობა და სასცენო-დრამატული ხელოვნება. მწერლობა დაიწყო 1895 წელს, ჟურნალ "ჯეჯილში" ხალხურ ანდაზებს, გამოცანებს, ლექსებს აქვეყნებდა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.170 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

