The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დუტა სხირტლაძე

დუტა სხირტლაძე
Legal name:დემეტრე სხირტლაძე
Date of birth:6 July, 1973  (50 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1994 წელს.

მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და თეატრალურ სარდაფში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში; 2010-2012წწ. იყო თელავის თეატრის დირექტორი; ფართო საზოგადოებამ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემიდან "ვის უნდა 20 000" გაიცნო. წლების განმავლობაში იყო რუსთავი 2-ის სხვადასხვა შოუების წამყვანი და ერთ-ერთი მთავარი სახე; კომპანია "ჯეოსელის" სახე; 2012 წლიდან მოღვაწეობს ტელეკომპანია იმედზე სადაც რამდენიმე პროექტშია ჩართული. შესრულებული აქვს როლები სპექტაკლებში: თ. მანი - "მარიო და ჯადოქარი", გოეთე -"ფაუსტი", ვ. ნაბოკოვი - "ემიგრანტები", ბ. ბრეხტი - "სამგროშიანი ოპერა", ა. კამიუ - "გაუგებრობა"; შექსპირი -"ჰამლეტი", "მეთორმეტე ღამე" და "ვენეციელი ვაჭარი"; ა. ჩეხოვი - "ძია ვანია", ა. ცაგარელი - "ხანუმა", ვაჟა-ფშაველა "გველის მჭამელი" და სხვა; გადაღებულია ფილმებში: "გარიგება", "ქართული სიმღერა სიყვარულზე" (გერმანია), "რაც ოთარი წავიდა" (საფრანგეთი), "მისი ცოლი" (რუსეთი); ტელესერიალში - "ცხელი ძაღლი". თეტრისა და კინოს მსახიობი, ტელე-შოუების წამყვანი. 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.434; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

Member of Organizations

  • ფაზისის აკადემია, საპატიო წევრი

Awards and Honors

  • 2006 - ღირსების ორდენი

Share: