The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეონიდ ლეიბენზონი

ლეონიდ ლეიბენზონი
დაბადების თარიღი:14 ივნისი, 1879
გარდაცვ. თარიღი:15 მარტი, 1951  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხარკოვი.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი 1901 წელს.

1920 წლის 15 ოქტომბერს გამართულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს სხდომაზე განიხილებოდა საკითხი პროფესორ ლეიბზონის თეორიული ფიზიკის კათედრის მეორე პროფესორად არჩევის შესახებ, თუმცა საბჭოს გადაწყვეტილებით, დადგენილების მიღებამდე აუცილებელი იყო, ფაკულტეტს საბჭოსათვის მიემართა კათედრაზე მეორე პროფესორის ადგილის შემოღების შესახებ. ამავე წლის 29 ოქტომბრის სხდომაზე კი პროფესორი ლეიბზონი აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე პროფესორად ფიზიკის კათედრაზე. 1921 წელს აირჩიეს ბაქოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორად. 1922 წელს იგი დაუბრუნდა მოსკოვის უნივერსიტეტს, სადაც გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა. 1925 წელს მისი ინციატივით მოსკოვში ჩამოყალიბდა სსრკ პირველი ნავთობსარეწი ლაბორატორია. 1934-1936 წწ. იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. ლეიბენზონის ერთ-ერთი ძირითადი ნაშრომია "დრეკადობის თეორიის ამოცანათა გადაწყვეტის ვარიაციული მეთოდები" (1943). იგი ფუძემდებელია მიწისქვეშა ჰიდრავლიკისა, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ნავთობის საბადოთა დამუშავების მეცნიერული საფუძვლების შექმნაში. მეცნიერი მექანიკისა და ნავთობის მოპოვების დარგში.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.240; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ru.wikipedia.orgსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.323-324

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სსრკ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1943-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1949 - ლენინის ორდენი
  • 1945 - ლენინის ორდენი
  • 1944 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1943 - სტალინური პრემია

გააზიარე: