შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ ლეონიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ტფილისის იუნკერთა სასწავლებელი. პოდპორუჩიკი (1885); პორუჩიკი (1889); შტაბს კაპიტანი (1895); კაპიტანი (1898); პოდპოლკოვნიკი (1905); ბატალიონის მეთაური; პოლკოვნიკი (1911). პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. ქვეითთა 118-ე სათადარიგო ბატალიონის უფროსი. კავკასიის მე-3 სასაზღვრო პოლკის უფროსი. 1916 წლიდან ირიცხებოდა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში. 1916-1917წწ. ქვეითთა 222-ე პოლკის უფროსი. გენერალი (1917). 1918 წლიდან ქართულ ჯარშია. იყო სამხედრო-სააღრიცხვო განყოფილების უფროსი. 1921 წელს ემიგრაციაში არ წავიდა. ცხოვრობდა თბილისში. ქართველი გენერალი. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.244 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |