შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ტაბიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1991 წელს, დამოუკიდებელი უნივერსიტეტი "აჭარა" 2002 წელს. 1995-1997წწ. იყო შ. რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის უმცროსი ლაბორანტი; 1997-1998წწ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განყოფილების უფროსი; 1998-2001წწ. პარტია "თავისუფლების" პოლიტიკური მდივანი; 2002 წლიდან თბილისის საკრებულოს ფრაქცია "გაერთიანებული კონსერვატორების" თავმჯდომარე; არის რამდენიმე ნაშრომის ავტორი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.436 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |