The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელენე ბროძელი-ანტონოვსკაია

ელენე ბროძელი-ანტონოვსკაია
Legal name:ელენე ბროძელი
Date of birth:18??
Date of death:18??
Category:Translator, Writer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სასცენო საქმეში 1870-იან წლებში, ნ. ავალიშვილის მიერ შექმნილ ჯგუფში ჩაება. 1880-იან წლებში იყო მუდმივი ქართული დასის წევრი, მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში, როგორც 1870-1880-იანი წლების ხალხოსანი. გარდა ამისა, 1870-იანი წლებიდან ელენე ბროძელი-ანტონოვსკაია, სხვა რამდენიმე ქალთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული ქალთა მოძრაობაში და ხელს უწყობდა საზოგადოებაში ქალის როლის ამაღლებას. როგორც განათლებული, მამულის მოყვარული და შეგნებული, დაუზარებლად მუშაობდა ყველა ასპარეზზე, რაც კი ქვეყნის მდგომარეობას წინ წასწევდა (სამწერლო, სათეატრო, საქველმოქმედო და სხვ.). მუშაობდა გადამწერად გამომცემლობებში, ცხოვრობდა პირადი შრომით. წერდა "დროებაში", "ივერიაში", "ცნობის ფურცელში" და სხვ. საზოგადო მოღვაწე. 1907 წელს ელენე ბროძელი-ანტონოვსკაიამ ხელი მოაწერა რუსეთის საწინააღმდეგო "ქართველი ხალხის პეტიციას", რომელიც ჰააგის კონფერენციაზე გაიგზავნა.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.174; netgazeti.ge

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი

Bibliography

  • მარსელელნი : მოთხრობა საფრანგეთის XVIII საუკუნის რევოლუციის ისტორიიდამ (Translator). - ტფილისი, ზ. ჭიჭინაძის გამოც., (სტ. "შრომა"), 1911. - 198გვ.

Share: