The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იაშა ანუაშვილი

იაშა ანუაშვილი
ოფიციალური სახელი:იაკობ ანუაშვილი
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

სცენისმოყვარე, საგარეჯოს თეატრის მრავალმხრივ დამსახურებული, ნაამაგდარი მუშაკი, როგორც როლების შემსრულებელი და სცენის ყოველმხრივ ხელშემწყობი: მსახიობი, რეჟისორი, დეკორატორი, პარიკმახერი, სცენისმოყვარეთა შემკრები და სხვ. მუშაობდა სრულიად უფასოდ. უფრო კომიკურ როლებს ასრულებდა, ხალხს მისი სცენაზე თამაში ძალიან მოსწონდა. იაკობ (იაშა) ანუაშვილისა და მისი მეუღლის მარიამ (მანია) ჩუთლაშვილის ოჯახში საგარეჯოელ ნიკოლოზ ბაზიეროვთან (ბუზარიაშვილთან) და სხვა იქაურ მეგობრებთან ერთად ხშირად მიდიოდა სტუმრად დიდი კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი, რომელმაც საგარეჯოს სათავეში გამართული პიკნიკის დროს მოისმინა ვინმე მამამთავრიაანთ გიგოლას სალამურზე შესრულებული ჰანგები, რომელიც შემდეგ საფუძვლად დაედო ოპერა "დაისის" შესავალს. იაკობის ოჯახში იდგა პირველი ფორტეპიანო, რომელიც მზითებში მოჰყოლია მის მეუღლეს, მანია ჩუთლაშვილს, და სწორედ ამ ფორტეპიანოზე გაიჟღერა "დაისის" უკვდავმა მელოდიებმა.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.178


გააზიარე: