შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აბელ ჯოხაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1938 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1943 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" ინჟინრად; მუშაობდა ონის რაიონული საბჭოს აღმასკომის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ საკურორტო სამმართველოში მთავარ ინჟინრად; 1943-1957წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს სოცუზრუნველყოფის სამინისტროს სამშენებლო-სარემონტო და საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭოს სამშენებლო სამმართველოებს; 1967-1985წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის ამბროლაურის სამშენებლო სამმართველოს უფროსი და ამავე სამინისტროს რესპუბლიკური გაერთიანება "საქკოლმეურნმშენის" თავმჯდომარის მოადგილე; 1989 წლიდან მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს რესპუბლიკური გაერთიანება "საქკურორტმშენის" მთავარ ინჟინრად; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა და საექსპლუატაციოდ გადაიცა სოციალური, კულტურული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის არაერთი ობიექტი; დაჯილდოებული იყო მედლებითა და საქართველოს მინისტრთა საბჭოს საპატიო სიგელით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.759 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |