შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აბესალომ ჯოჯუა![]()
ბიოგრაფიადაბადების რაიონი: სოფელი ქოლობანი, აბაშის აიონი. დაამთავრა თბილისის სამშენებლო ტექნიკუმი 1947 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1951 წელს. მუშაობა დაიწყო ქ. ფრუნზეში "თბილელექტროცენტრალის" მშენებლობაზე მშენებელ ოსტატად; 1952 წლიდან გადმოდის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და მუშაობას იწყებს სამშენებლო ტრესტ "ტყვარჩელშახტმშენის" სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად; 1970 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენში"; 1972-1976წწ. იყო მადნეულის სამშენებლო სამმართველოს უფროსი სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის კომპლექსის მშენებლობაზე; 1976-1986წწ. მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტის ("თბილმრეწვმშენი") მთავარი ინჟინერი; 1986-1988წწ. მშენებლობის სამინისტროს მთავარი საწარმოო განმკარგულებელი სამმართველოს უფროსი; 1988 წლიდან იყო სამშენებლო ტრესტ "საქკურორტმშენის" კაპმშენებლობის ხარისხის განყოფილების უფროსი; ხელმძღვანელობდა მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის, ტყვარჩელის შახტების, სამრეწველო-საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას (თბილისში, ტყვარჩელსა და კაზრეთში); დაჯილდოებულია "მეშახტის დიდების" I და II ხარისხის სამკერდე ნიშნით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.759-760 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |