The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბიმურზა დადეშქელიანი-აფრასიძე

ბიმურზა დადეშქელიანი-აფრასიძე
ოფიციალური სახელი:ბიმურზა აფრასიძე
დაბადების თარიღი:14 ნოემბერი, 1951  (72 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ეცერი, მესტიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1974 წელს.

მუშაოობდა თსუ- ში, სტუ-ში, ქართულ-ბრიტანულ საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბიზნესის უმაღლეს სკოლაში დოცენტად, ასოცირებულ პროფესორად, კათედრის გამგედ. ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე. საქართველოს უზენაესი საჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი: მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო", ეროვნული ერთიანობის, ეროვნებათშორისი ურთიერთობების ქვეკომისიის თავმჯდომარე, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი, წარმომადგენელი კავკასიის საკითხებში. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი)50-მდე ნაშრომის ავტორი. ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.-გვ.74

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს სოციოლოგიური საზოგადოება, თავმჯდომარე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: