The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ახვლედიანი

ალექსანდრე ახვლედიანი
დაბადების თარიღი:16 ივლისი, 1961  (62 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაქბადების ადგილი: ქ. ცაგერი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1982 წელს. 

1982-1990წწ. მუშაობდა სახელმწიფო სტრუქტურებში სხვადასხვა თანამდებობებზე: 1982 წლიდან საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ინსპექტორი, 1983 წლიდან თბილისის საზოგადოებრივი კვების სამმართველოს ბუხჰალტერი, 1989 წლიდან ქუთაისის საწარმოო გაერთიანება "ქუთაისავტოგზის" საწარმოო - ტექნოლოგიური კომპლექტაციის მთავარი ბუხჰალტერი, ქუთაისის პრეფექტის პირველი მოადგილე. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო", მაჟორიტარი, ქუთაისის ბაკისუბნის საარჩევნო ოლქი, წმინდა ილია მართლის საზოგადოება, ეკონომიკური რეფორმების კომისიის მდივანი (1990-1991); ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.-გვ.75

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)

გააზიარე: