შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ ჭანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი თეორიული ფიზიკის განხრით 1980 წელს. 1980-1985 წწ. მუშაობდა თბილისის N 169 საშუალო სკოლის ფიზიკის მასწავლებლად; 1985-1987 წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ასპირანტი; 1988-1992 წწ. უმცროსიმეცნიერითანამშრომელი; 1992-1999 წწ. უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1999-2000 წწ. ობსერვატორიის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. 1996-2000 წწ. იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრის მასწავლებელი, კათედრის გამგე, 2000 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ე. ხარაძის სახელობის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ფილიალის პლაზმური ასტროფიზიკის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე სამეცნიერო დარგში. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.140 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |