The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მერაბ ბალარჯიშვილი

მერაბ ბალარჯიშვილი
Date of birth:16 October, 1947
Date of death:23 October, 2008  (at 61 years)
Category:Educator, Politician, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

1966 წლიდან თელავის სამუსიკო სკოლის პედაგოგი; 1974-1985წწ. საქართველოს რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის რეჟისორის თანაშემწე, ასისტენტი, რედაქტორი, განყოფილების გამგე, მთავარი რედაქტორის მოადგილე, მთავარი რედაქტორი; 1985-1987წწ. საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი; 1988 წლიდან გაზეთ "ახალგაზრდა ივერიელის" რედაქტორი. 1990-1991წწ. საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №17 თელავის საარჩევნო ოლქიდან. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). წლების მანძილზე თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ლექტორი, დეკანის მოადგილე.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 81

Member of Organizations

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)

Share: