Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავთანდილ ჯღარკავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლეხაინდრაო, მარტვილის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი სამთო ელექტრო-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1954 წელს. 1955 წელს შრომითი საქმიანობა დაიწყო უკრაინის ქალაქ სტალინოში (დღევანდელი დონეცკი); გაიარა ყველა სამსახურებრივი საფეხური უბნის მექანიკოსობიდან დაწყებული მაღაროს მთავარ მექანიკოსობით დამთავრებული; 1961 წლიდან საცხოვრებლად გადმოვიდა ქალაქ რუსთავში და მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს რუსთავის სახლმშენებელ კომბინატში მთავარ მექანიკოსად; 1966 წლიდან იყო იმავე სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტის მთავარი მექანიკოსი; 1968 წლიდან რუსთავის სარემონტო-მექანიკური ქარხნის დირექტორი; 1971 წლიდან რუსთავის ავტოსატრანსპორტო გაერთიანების დირექტორი; 1972 წლიდან მექანიზაციის სამმართველოს უფროსი; 1973 წლიდან რკინაბეტონის ნაკეთობათა ქარხნის დირექტორი; 1975 წლიდან საგზაო და სამშენებლო მანქანების სარემონტო ქარხნის დირექტორი; 1978 წელს დაინიშნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სპეციალური მექანიზაციის ტრესტის ქუთაისის მექანიზაციის N2 სამმართველოს უფროსად; 1980 წლიდან რკინაბეტონის ნაკეთობათა კომბინატის დირექტორად; სხვადასხვა წლებში მშენებლობის საკავშირო და რესპუბლიკური სამინისტროებისაგან მიღებული ჰქონდა საპატიო სიგელები, ასევე სახელმწიფო ჯილდოები მრავალწლიანი, კეთილსინდისიერი შრომითი საქმიანობისათვის; არაერთგზის იყო არჩეული რუსთავისა და ქუთაისის საქალაქო საბჭოების დეპუტატად. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.760-761
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |