შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოსო ჯღარკავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნაგვაზაო, მარტვილის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1974 წელს. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში: სამმართველოს უფროსად, კომბინატის დირექტორად, სამინისტროს აპარატის მთავარი საწარმოო-განმკარგულებელი სამმართველოს საბინაო მშენებლობის განყოფილების უფროსად; 1987 წლიდან იყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსი; ხელმძღვანელობდა თბილისის საბინაო, კულტურულ-საგანმანათლებლო და სოციალური დანიშნულების ობიექტების, მათ შორის, თბილისის N1 სკოლისა და რუსთაველის გამზირის მიმდებარე შენობების აღდგენასა და მშენებლობას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.761; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.281 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |