Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ ბარამიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1959 წელს. 1959-1960წწ. ქ. ფოთის ექიმი-თერაპევტი; 1960-1966წწ. თბილისის ცენტრალური რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს თერაპევტი, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტი; 1966-1967წწ. ქ. რუსთავის საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ექიმი; 1967-1972წწ. გასტო-ენტეროლოგიური ცენტრის გამგე; 1972 წლიდან ქ. ფოთის N1 პოლიკლინიკის გასტრო-ენტეროლოგიური კაბინეტის გამგე; 1990-1992წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი ფოთის საარჩევნო ოლქიდა; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოულიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); ქ. ფოტის პრეფექტი; სახელმწიფო გადატრიალების (1991-1992, დეკემბერ-იანვარი) შემდეგ იმყოფებოდა პოლიტიკურ დევნილობაში საზღვარგარეთ (ჩეჩნეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი, გერმანია); დევნილი უზენაესი საბჭოს გროზნოს (1992-1993) და ზუგდიდის (1993) სესიების მონაწილე; პირველი ქართველლი დიდოსტატი საერთაშორისო შაშში, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, საკავშირო და საერთაშორისო ტურნირების პრიზიორი. ქ. ფოთში არის მისი სახელობის ქუჩა. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.84; საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო და 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი : კრებული / საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნ-ტი.-გვ. 77- 78 (dl.sangu.edu.ge) Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |