Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ იაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1959 წელს, ხოლო, 1975 წელს - ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1959-1991 წლებში იყო საქართველოს ნიადაგმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი, ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, სექტორის გამგე, 1976-1991 წლებში - მ. საბაშვილის სახელობის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში, 1991 წელს - საქართველოს რესპუბლიკის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრი, 1991-1996 წლებში - კონცერნ "საქართველოს" ვიცე-პრეზიდენტი, 1996-2002 წლებში - საქართელოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის უფროსი და წამყვანი სპეციალისტი, 2002-2005 წლებში - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი კომისიის განყოფილების გამგე. გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი. მიღებული აქვს აკადემიკოს თეოფანე დავითაიას სახელობის პრემია (1983). წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.142; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.176-177 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |