The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შერმადინ ჯღარკავა

დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1955  (70 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნაგვაზაო, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ხიდებისა და საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1977 წელს.

 მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს მარტვილის საგზაო-საექსპლუატაციო უბნის სამუშაოთა მწარმოებლად, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N5 სამშენებლო ტრესტში, იმავე სამინისტროს N10 სამშენებლო ტრესტ "მაღლივმშენში" და N9 სამშენებლო ტრესტის სამრეწველო საწარმოთა კომბინატში; ხელმძღვანელობდა სს "თბილმრეწვმშენ-3"-ის N3 სამშენებლო სამმართველოს; მონაწილეობდა კასპის რაიონის აგურის ქარხანა "მეტეხის". საქარმოო გაერთიანება "ეკრანის", საცხოვრებელი სახლებისა და სამრეწველო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.761


გააზიარე: