შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ ბეჟაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1977 წელს. 1966 წლიდან სხვადასხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებში იყო დამხმარე მუშა, დურგალი, მღებავი; 1977 წლიდან სიღნაღის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს იურიდიული ჯგუფის უფროსი, 1978 წლიდან ამავე რაიონის იურიდიული კონსულტაციის ადვოკატი. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წერი: მაჟორიტარი, სიღნაღის საარჩევნო ოლქი, საქართველოს სახალხო ფრონტი, იურიდიული კომისიის, თავდაცვის, ეროვნული უშიშროებისა და მართლწესრიგის კომისიის წევრი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 2003-2004წწ. სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარე. როგორც საუკეთესო ადვოკატი დაჯილდოვებულია ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის ორდენით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; psnews.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.89 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |