The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ლეჟავა

ვლადიმერ ლეჟავა
დაბადების თარიღი:1938  (86 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი ნიადაგმცოდნეობის სპეციალობით 1961 წელს.

1961-1973 წწ. იყო ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ლაბორანტი, ასპირანტი, უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1973-1974 წწ. მოსკოვში გაიარა "სოიუზნეშტორგის" და "სოიუზზაგრანპოსტავკის" გაეროს ექსპერტთა სპეცკურსი სოფლის მეურნეობის დარგში; 1974-2006 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის ხმელეთის ჰიდროლოგიისა და ნიადაგმცოდნეობის კათედრის დოცენტი, პროფესორი; 1996-2005 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი. მიღებული აქვს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვ. დოკუჩაევის 100 წლის საიუბილეო მედალი (1983). სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სუბტროპიკული ეწერი ნიადაგების დახასიათება გაკულტურების მაჩვენებლების მიხედვით", დაიცვა 1971 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს ეწერი ორთშტეინიანი ნიადაგები-ვერტისოლები", დაიცვა 1993 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.143; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.170

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ნიადაგთმცოდნეთა საზოგადოება, სწავლული მდივანი (1983-)
  • ნიადაგთმცოდნეთა, ხმელთაშუა ზღვის ტიპის კლიმატის ნიადაგების, მეოთხეული პერიოდის კვლევის (პალეონიადაგების) საერთაშორისო კავშირი, წევრი
  • საქართველოს ეკოლოგიური აკადემია, ნამდვილი წევრი (2002-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში 1970-1999 წლებში შესრულებულ შრომათა ციკლისათვის - "საქართველოს ნიადაგების კვლევა"
  • 1993 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია

გააზიარე: