The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შაქრო ფალავანდიშვილი

შაქრო ფალავანდიშვილი
დაბადების თარიღი:1 მარტი, 1940
გარდაცვ. თარიღი:2007  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გორგაძეები, ხელვაჩაურის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი გეოგრაფია-ბიოლოგიის სპეციალობით 1967 წელს.

1967-1968წწ. მუშაობდა საშუალო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლად; 1968-1971 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ნიადაგთმცოდნეობის სპეციალობით, ამავე პერიოდში გაიარა სტაჟირება მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნიადაგის ფიზიკის და მელიორაციის კათედრაზე; 1971-1989წწ. მუშაობდა ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჩაქვის ფილიალში ჯერ უმცროს, შემდეგ უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, 1975-1989წწ. იყო ფილიალის დირექტორი; 1978-1980წწ. იმყოფებოდა ავღანეთში მეცნიერ-კონსულტანტად ციტრუსებისა და ზეთისხილის პლანტაციებში მორწყვის საკითხებზე (ქ. ჯეჯალაბადი); 1989 წლიდან მუშაობდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფიის კათედრაზე დოცენტად, 1993 წლიდან - კათედრის გამგედ, 2006 წლიდან გარდაცვალებამდე იყო გეოგრაფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. პედაგოგიურ საქმიანობასთან ერათად ეწოდა სამეცნიერო მუშაობას. გამოქვეყნებული აქვს 60 სამეცნიერო ნაშრომი ნიადაგების გეოგრაფიაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წითელმიწა ნიადაგების წყლის რეჟიმი სუბტროპიკული კულტურისა და კოლხეთის ტყის ტიპის ქვეშ აჭარის პირობებში", დაიცვა 1972 წელს (პატრის ლუმუმბას სახელობის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი); სადოქტორო დისერტაციის თემა - "აჭარის ნიადაგების რაციონალური გამოყენების გეოგრაფიული ასპექტები სუბტროპიკული კულტურების განვითარებასთან დაკავშირებით", დაიცვა 1993 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.144; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.248-249

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ბათუმის ფილიალი, თავმჯდომარე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
    საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში 1970-1999 წლებში შესრულებულ შრომათა ციკლისათვის - ''საქართველოს ნიადაგების კვლევა''.
  • 2001 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: