Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზვიად ბოკუჩავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ქ. ჩიტას (რუსეთის ფედერაცია) სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1983 წელს და ასპირანტურა. 1983-1984 წწ. იყო ქ. თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ექიმი; 1984 წლიდან თერმულ დაზიანებათა რესპუბლიკური სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ექიმი- ორდინატორი, სანიტარიული ავიაციის ექიმი-კონსულტანტი. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, თიანეთის საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო", ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, კანონმდებლობისა და კანონიერების დაცვის კომისიის წევრი; საქართველოს სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტის თავჯდომარის პირველი მოადგილე (1991) და საქართველოს სახელმწიფოს უშიშროების საბჭოს მდივანი (1991). ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 97 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |