შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იური ბურკაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ტობანიერი, ვანის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკა-ინფორმატიკის ფაკულტეტი 1969 წელს. 1969-1985 წწ. იყო საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1985 წლიდან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური კიბერნეტიკის პრობლემური ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი; 1990-1991 წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, ვანის საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო", საქართველოს ჰელსინკის კავშირი, მეცნიერებისა და განათლების კომისიის, ეკონომიკური რეფორმების კომისიის წევრი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). კიბერნეტიკოსი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.102 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |