The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მანანა ტოროტაძე

მანანა ტოროტაძე
Date of birth:8 June, 1944  (80 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისის.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1969 წელს, ასპირანტურა 1973 წელს. 

ეწეოდა კერძო პედაგოგიურ პრაქტიკას. არის მრავალი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრის ავტორი, მათ შორის: "ყვავილების გამყიდველი" (1979), "სახელოსნოში" (1981), "მობანავე ქალები" (1982), "მესხეთის მიტოვებული ბაღები" (1998), "მანგლისი" (1999), "ქორწილი" (2000), "მოხისი" (2003) და სხვა. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნული გალერეა, თბილისი; შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი; დ. კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეა, ქუთაისი; მოსკოვის გამოფენათა დირექცია, რუსეთი; სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ბათუმი; სახვითი ხელოვნების გალერეა თერჯოლა; სიღნაღისა და ახალციხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებსა და სხვა ქვეყნების არაერთ გალერეასა თუ კერძო კოლექციაში. მიღებული აქვს მახტვართა კავშირის პრემია წლის საუკეთესო ნამუშევრისთვის (1980), თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის პრემია (1990). არის კონკურსის "ერთი ნამუშევრის გამოფენა" (1975) და საქართველოს მხატვართა კავშირის (1980) პრემიების ლაურეატი; იაპონიის საერთაშორისო გამოფენისა და თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული (1999).

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.441; თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი: art.gov.ge

Member of Organizations

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1974-)
  • სსრკ მხატვართა კავშირი, წევრი (1974-1990)

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული მხატვარი

Share: