The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დომენტი ასათიანი

დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

1905 წლის სამეგრელოს რევოლუციური მოძრაობის აქტიური მონაწილე, ლ. ესვანჯიას და სხვების შეიარაღებული თანამებრძოლი. მონაწილეობდა ხოფის საგუშაგოს (სადარაჯოს) განიარაღებასა და რედუტკალეს საპოლიციო ნაწილზე თავდასხმაში. "ზუგდიდის რესპუბლიკის" საქმის გამო 1907 წელს პასუხისგებაში მისცეს. 1908 წელს სამოსამართლო პალატამ ორი წლით გადასახლება მიუსაჯა. აზნაური, რევოლუციონერი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.207


გააზიარე: