| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სტეფანე მხარგრძელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ველისციხე, გურჯაანის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის გამყოფილება 1954 წელს. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1939 წელს, ჟურნალ "ნიანგში", იუმორისტული ლექსით "რა ვიცოდი!"; 1942 წელს მუშაობა დაიწყო გურჯაანის რაიონულ გაზეთ "მევენახეს" რედაქციაში ლიტერატურულ მუშაკად, შემდეგ პასუხისმგებელ მდივნად, გაზეთ "კომუნისტის" კულტურისა და ყოფაცხოვრების განყოფილების გამგედ, გაზეთ "წიგნის სამყაროს" რედაქტორის მოადგილედ; 1942 წლის ოქტომბრიდან, საბჭოთა არმიაში გაწვევის შემდეგ, მუშაობდა წითელარმიულ გაზეთებში ("სამშობლოს სადარაჯოზე", "სამშობლოს დამცველი", "ლენინური დროშა" და სხვ.); 1939 წელს-ალკკ, ხოლო 1943 წელს საკავშირო კომუნისტური პარტიის წევრი გახდა; 1939 წლიდან მისი ლექსები, პოემები, მოთხრობები, რეცენზიები იბეჭდებოდა რაიონულ და ცენტრალურ ჟურნალ-გაზეთებში; მისი ნაწარმოებების თემებია: სამამულო ომი, კოლმეურნეობა, სოციალისტური მშენებლობა და სხვა; 1949-1962წწ. ეკავა გაზეთ "კომუნისტის", საოლქო გაზეთ "გამარჯვების", "თბილისის", "სოფლის ცხოვრების" რედაქციებში პასუხსაგები თანამდებობები; 1968-1993წწ. იყო "წიგნის სამყაროს" მთავარი რედაქტორის მოადგილე; ეროვნულ მოძრაობაში იყო 1980-იანი წლების ბოლოს; დაწერილი აქვს მრავალი ნარკვევი, ფელეტონი, რეპორტაჟი, ინტერვიუ, კორესპონდენცია; გამოცემული აქვს ლექსების კრებულები: "უკვდავი სახელები", "საქართველოს წყაროები" (1963), "წამო, გომბორზე გადაგახედო" (1982), "ჯაგანი". საყოველთაო ყურადღება მიიპყრო პოემებმა: "გარდამავალი დროშა" და "მოლოდინი". თარგმნიდა რუსული და ინგლისური ენებიდან. ნათარგმნი აქვს რუსული კლასიკური და ყოფილი სსრკ-ს ხალხთა პოეზიის არაერთი ნიმუში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.204; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ. 235; ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.235; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge Member of Organizations
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

