The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სტეფანე არღუნელი

სტეფანე არღუნელი
Legal name:სტეფანე მხარგრძელი
Other name:სტეფანე არღუთინსკი  (Pseudonym)
თრითინა  (Pseudonym)
ს. ველისციხელი  (Pseudonym)
ს. პავლიაშვილი  (Pseudonym)
Date of birth:6 September, 1924
Date of death:2013  (at 88 years)
Category:Translator, Writer, Poet, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ველისციხე, გურჯაანის რაიონი.

სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1939 წელს, ჟურნალ "ნიანგში", იუმორისტული ლექსით "რა ვიცოდი!". 1942 წელს მუშაობა დაიწყო გურჯაანის რაიონულ გაზეთ "მევენახეს" რედაქციაში ლიტერატურულ მუშაკად, შემდეგ პასუხისმგებელ მდივნად, გაზეთ "კომუნისტის" კულტურისა და ყოფაცხოვრების განყოფილების გამგედ, გაზეთ "წიგნის სამყაროს" რედაქტორის მოადგილედ. 1942 წლის ოქტომბრიდან, საბჭოთა არმიაში გაწვევის შემდეგ, მუშაობდა წითელარმიულ გაზეთებში ("სამშობლოს სადარაჯოზე", "სამშობლოს დამცველი", "ლენინური დროშა" და სხვ.). 1939 წელს-ალკკ, ხოლო 1943 წელს საკავშირო კომუნისტური პარტიის წევრი გახდა. 1939 წლიდან მისი ლექსები, პოემები, მოთხრობები, რეცენზიები იბეჭდებოდა რაიონულ და ცენტრალურ ჟურნალ-გაზეთებში. მისი ნაწარმოებების თემებია: სამამულო ომი, კოლმეურნეობა, სოციალისტური მშენებლობა და სხვ. ეროვნულ მოძრაობაში იყო 1980-იანი წლების ბოლოს. გამოცემული აქვს ლექსების კრებულები: "უკვდავი სახელები", "საქართველოს წყაროები" (1963), "წამო, გომბორზე გადაგახედო" (1982), "ჯაგანი". საყოველთაო ყურადღება მიიპყრო პოემებმა: "გარდამავალი დროშა" და "მოლოდინი". მთარგმნელი რუსული და ინგლისური ენებიდან. თარგმნილი აქვს რუსული კლასიკური და ყოფილი სსრკ-ს ხალხთა პოეზიის არაერთი ნიმუში.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.204;წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ. 235

Bibliography


Share: