The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სანდრო მაისურაძე

სანდრო მაისურაძე
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე მაისურაძე
დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1884
გარდაცვ. თარიღი:19 დეკემბერი, 1918  (34 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილილ: სოფელი დვირი.

სახალხო გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელი და მთავარი შტაბის წევრი. ალექსანდრე დგებუაძესთან ერთად იყო სახალხო გვარდიის ფაქტობრივი მეთაურის, ვალიკო ჯუღელის უახლოესი დამხმარე და თანამებრძოლი. აქტიურ მონაწილეობას იღებდა თბილისის არსენალის რუსული გარნიზონის განიარაღებაში 1917 წლის 12 დეკემბერს, 1918 წლის ზამთარსა და გაზაფხულზე ქართული ნაციონალური პოლკების ბოლშევიკური გამოსვლების ჩახშობაში, ოსმალური ნაწილების შეჩერებასა და 1918 წლის ზაფხულში აფხაზეთისა და შავიზღვისპირეთის ბოლშევიკებისაგან გაწმენდის ოპერაციაში. დაიღუპა 1918 წელს სომხეთ-საქართველოს ომში, ეკატერინენფელდის ბრძოლის დროს, 19 დეკემბერს. ქართველი პოლიტიკოსი და სამხედრო მოღვაწე.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.253; maisuradzeni.comსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.466

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია, წევრი

გააზიარე: