The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სევდია უგრეხელიძე

სევდია უგრეხელიძე
დაბადების თარიღი:25 ივლისი, 1949  (74 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1972 წელს, ჯ. ბაქრაძის სახელობის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტი 1997 წელს.

1972-1973წწ. იყო საქართველოს ტელერადიო კომიტეტის თანამშრომელი; 1973-1995წწ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ლაბორანტი, სექტორის გამგე, მეცნიერ-თანამშრომელი; 1986-2003წწ. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკის ისტორიის პედაგოგი, ლექტორი; 1999-2005წწ. საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის ადვოკატი; 2004 წლიდან თბილისის საკრებულოს იურდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე; 2006-2008წწ. მიწის მართვისა და განკარგვის განყოფილების უფროსი; 2009 წლიდან ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური თვითმმართველობის კონგრესის წევრი, მართველობითი კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თბილისელების ადვოკატის პროექტების კოორდინატორი; 2008-2010წწ. ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური მმართველობის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; 2013 წელს ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი); 2013-2014წწ. ქ. თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი; 2014-2017წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’" თავმჯდომარე; 2016-2017წწ. ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური თვითმმართველობის კონგრესის წევრი, ვიცე-პრეზიდენტი; 2017 წლიდან მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქცია "მცხეთის განვითარების" თავმჯდომარე.  

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.445; nala.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაცია (IGMF) , წევრი (1992-1999)

გააზიარე: