The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ მარუაშვილი

დაბადების თარიღი:1876
გარდაცვ. თარიღი:1931  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი თავასა, ახლანდელი თერჯოლის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ქუთაისის სამიწათმზომლო სასწავლებელი 1894 წელს.

აწარმოებდა ტრიანგულაციას კავკასიის მხარის სხვადასხვა რეგიონში, ჩრდილოეთ კავკასიაში (რუსეთი), აფხაზეთსა და ბორჯომის მხარეში, არაგაწის მასივზე (სომხეთი) და სხვ. 1904–1905წწ. რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს. მუშაობდა საქართველოს მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატში გადასახლებათა განყოფილების გამგედ. 1904 წელს კურორტ გაგრის მფლობელის, ოლდენბურგის პრინცის დავალებით ხელმძღვანელობდა ე. წ. "ალპური გზის" (სიგრძე 37,9 კმ) მშენებლობას, რომელიც გაგრიდან მთა მამძიშხაზე (ზ.დ. 1869 მ) ადის. გზის მე-16 კმ-ზე დგას მისი მემორიალი ქვაში ამოკვეთილი წარწერით. 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით შევიდა განახლებულ ეროვნულ საბჭოში. იყო ეროვნული საბჭოს სარწმუნოებათა კომისიის მდივანი. 1918 წლის 10 სექტემბერს ეროვნული საბჭო დატოვა. ტოპოგრაფი, გეოდეზისტი. პროფესიით მიწის მზომელი. 

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.256;  საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.557

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭო (პარლამენტი), წევრი (1918-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი (1917-1922)

გააზიარე: