შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აკიფ გასანოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მარნეული. დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკის ფაკულტეტი (ქ. ბაქო) 1973 წელს. 1973-1999წწ. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას: 1973-1983წწ. მარნეულის 70-ე პროფტექნიკური სასწავლებლის პედაგოგი; 1983-1989წწ. მარნეულის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის ინსტრუქტორი; 1992 წელს მარნეულის გამგებლის მოადგილე; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, არჩეული მარნეულის N45 საარჩევნო ოლქიდან, ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კ. ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.109 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |