The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ჭელიძე

დავით ჭელიძე
დაბადების თარიღი:4 ოქტომბერი, 1950  (73 წლის)
კატეგორია:მთარგმნელი, პედაგოგი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი ინგლისური ენის პედაგოგის სპეციალობით 1974 წელს.

1974 წლის აგვისტოში მუშაობა დაიწყო საქართველოს რადიოს სპორტულ გადაცემათა რედაქციაში კორესპონდენტად; 1975-1980 წწ. მუშაობდა გაზეთებში "ლელო" (მოსწავლე ახალგაზრდობის განყოფილების გამგედ) და "ახალგაზრდა კომუნისტი" (სპორტის განყოფილების კორესპონდენტად). 1980-1985 წწ. სამუშაოდ გადავიდა საქართველოს ტელევიზიაში, ახალგაზრდული პროგრამების რედაქციაში, განყოფილების გამგედ; 1985-1990 წწ. დაბრუნდა "ლელოში", იყო მისი საჭადრაკო დამატება "მერანის" განყოფილების გამგე, შემდეგ კი რედაქტორი. პარალელურად თანამშრომლობდა "ლელოში". იყო გაზეთ "ერის" მთავარი რედაქტორის მოადგილე, გაზეთ "კაბადონი-8"-ის სპორტის განყოფილების გამგე, "დილის გაზეთისა" და "ქართული კულტურის" მთავარი რედაქტორის მოადგილე, გაზეთ "ოლიმპის" ქართული სპორტის განყოფილების გამგე; ავტორია 11 წიგნისა: "სპორტული ნარკვევები" (1981), პუბლიცისტური კრებულის ორი წიგნი -"ცხოვრების ხიბლი ცხოვრებაშია" (2002) და "მთავარი როლები და შემსრულებლები" (2015), "კანდელი ზურაბ საკანდელიძისა" (2005), "მართალი კაცი" (2006, მეორე გამოცემა 2012), "მეშვიდე სიმაღლე" (2008), "კალათბურთი ჩემი ცხოვრებაა" (2014). ოლიმპიური ჩემპიონების სერიით: "ზურაბ საკანდელიძე", "მიხეილ ქორქია", "რაფაელ ჩიმიშკიანი", ხოლო 2017 წლის მარტში დაისტამბა დავით ჭელიძის მე-11 წიგნი: "ნატო კვანტალიანი - სუფთა ხელებით ბიზნესში"; 2002 წელს დაჯილდოვდა ნოდარ გუგუშვილის სახელობის პრემიით, 2007 წელს "სახალხო ბანკმა" (დღევანდელი "ლიბერთი ბანკი") თავისი პრემიით დააჯილდოვა.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2015 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: