The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლამარა ქოქიაური

ლამარა ქოქიაური
Date of birth:6 October, 1948  (76 years)
Category:Economist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1975 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული ეკონომიკის და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა 1979 წელს . 

1970-1977 წწ. მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბანკში ეკონომისტად; 1977-1979 წწ. საქართველოს სამშენებლო ბანკში უფროს ეკონომისტად; 1979-2009 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინანსებისა და კრედიტის კათედრის ლაბორანტად, დოცენტად, 2005 წლიდან პროფესორად; 2009-2014 წწ. არჩეული იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრულ პროფესორად; 1992 წელს დააფუძნა და არის შპს ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების სკოლა "ნინოს" დირექტორი; 2005 წელს დააფუძნა და არის არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსებისა და ინვესტიციების სტრატეგიისა და პოლიტიკის ფონდის დირექტორი; ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსებისა და ინვესტიციების სტრატეგიისა და პოლიტიკის ფონდის დირექტორი; მისი შრომები ეძღვნება ფინანსების, კრედიტის, ინვესტიციების თეორიისა და პრაქტიკის საკითხებს; ბოლო დროს იკვლევს ინოვაციებისა და ინტელექტუალური კაპიტალის პრობლემებს; არის 228 სამეცნიერო ნაშრომის, 20 მონოგრაფიის, 22 სახელმძღვანელოს, სტატიების, მეთოდური შრომების და ენციკლოპედიების ავტორი, აქედან 28 შრომა გამოქვეყნებული აქვს საერთაშორისო ინფაქტფაქტორის ჟურნალებში (გერმანიის, აზერბაიჯანის, აშშ, რუსეთის, საქართველოს). 2010 წელს მიენიჭა სამეცნიერო დარგობრივი პრემიები "საინვესტიციო მენეჯმენტი და პოლიტიკა" (წლის საუკეთესო სახელმძღვანელო) და ფულადი ჯილდო; დიპლომი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ინვესტიციების ფინანსურ  საკრედიტო მექანიზმი", დაიცვა 1986 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ინვესტიციის ბაზრის ფორმირება და განვითარება საქართველოში",  დაიცვა 2003 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.536

Bibliography


Share: