შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ ქუთათელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სკოლის ასაკიდანვე ეზიარა ჭედურ ხელოვნებას; ძმებთან ერთად მუშაობდა XII საუკუნის ოქრომჭედლობის სტილში. ითვლება, რომ მათ ერთად აღადგინეს ძველი ოსტატების მივიწყებული ხელოვნება და დაუღალავი შრომისა და მხატვრული ნიჭის წყალობით მას ახალი სიცოცხლე შესძინეს; 1966 წლიდან ხალხური შემოქმედების რესპუბლიკური სახლის სახვითი ხელოვნების განყოფილების მიერ აყვანილი იქნა აღრიცხვაზე როგორც ხალხური ოსტატი; მისი ნამუშევრები (ოქროსა და ვერცხლის სამკაულები, მხატვრული იარაღები, ჭურჭელი) დაცულია თბილისის, მოსკოვის, ყაბარდო-ბალკარეთის, იტალიის, აშშ-ის კერძო კოლექციებში და მუზეუმებში; გარდა ოქრომჭედლობისა, მისი ნამუშევრებია: დეკორატიული პანოები (სასტუმრო "მოსკოვი"), მხატვრული ჭაღები (სასტუმრო "ვოსტოკი") ინტერიერის გაფორმება ჟელეზნოვოდსკის და ჩერკესსკის კულტურის სასახლეებში; შადრევნები ჩერკესკში. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში/ ნინო ზაალიშვილი რედაქტორი.-თბ., "ქართული ბიოგრაფიული ცენტრი", 2000. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |