The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი აბალაკი

გივი აბალაკი
დაბადების თარიღი:9 ნოემბერი, 1936  (87 წლის)
კატეგორია:პოლიტიკოსი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბერბუკი, გორის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი 1964 წელს.

1956-1958წწ. ტრაქტორის მიმბმელი, ტრაქტორისტი, ზეინკალი, კომბაინერი და სადრაქტორო ბრიგადის ბრიგადირის მოადგილე; 1958-1959წწ. ბერბუკის კოლმეურნეობის მექანიზატორი; 1959-1963წწ. საქართველოს სლკკ გორის რაიკომის მეორე და პირველი მდივანი; 1963-1964წწ. საქართველოს კპ გორის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგე; 1964-1965წწ. ბრეთის საბჭოთა მეურნეობის დირექტორი; 1965-1971წწ. საქსოფლტექნიკის გორის რაიონული გაერთიანების მმართველი; 1971-1973წწ. საქსოფლტექნიკის საშენი მასალების წარმოების დირექტორი; 1973-1975წწ. რაიკოლმეურნცხოველმრეწვის თავმჯდომარე, საკოლმეურნეობათშორისო მეფრინველეობის ფაბრიკის დირექტორი; 1975-1982წწ. ახრისის მევენახეობის მეურნეობის დირექტორი; 1982-1987წწ. გორის რაიონული აგროსამრეწველო გაერთიანების თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1987-1992წწ. გორის რაიონული აგროსამრეწველო გაერთიანების თავმჯდომარე; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №5.32 გორის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015.- თბ.-2015.-გვ. 54; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის აგრარული კომისია, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის სამანდატო,დეპუტატის ეთიკისა და პრივილეგიების კომისია, წევრი (1994-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე პროცესების შემსწავლელი დროებითი კომისია, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის საქართველოს ეროვნული ბანკის კრედიტების გაცემის მიზანშეწონილობის შემსწავლელი პარლამენტის საგამომძიებლო კომისია, წევრი (1993-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ეროვნული დემოკრატები", წევრი (1993-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ცხინვალის რეგიონის პრობლემების დროებითი კომისია, წევრი (1992-1995)

გააზიარე: