Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი აბალაკი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბერბუკი, გორის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი 1964 წელს. 1956-1958წწ. ტრაქტორის მიმბმელი, ტრაქტორისტი, ზეინკალი, კომბაინერი და სადრაქტორო ბრიგადის ბრიგადირის მოადგილე; 1958-1959წწ. ბერბუკის კოლმეურნეობის მექანიზატორი; 1959-1963წწ. საქართველოს სლკკ გორის რაიკომის მეორე და პირველი მდივანი; 1963-1964წწ. საქართველოს კპ გორის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგე; 1964-1965წწ. ბრეთის საბჭოთა მეურნეობის დირექტორი; 1965-1971წწ. საქსოფლტექნიკის გორის რაიონული გაერთიანების მმართველი; 1971-1973წწ. საქსოფლტექნიკის საშენი მასალების წარმოების დირექტორი; 1973-1975წწ. რაიკოლმეურნცხოველმრეწვის თავმჯდომარე, საკოლმეურნეობათშორისო მეფრინველეობის ფაბრიკის დირექტორი; 1975-1982წწ. ახრისის მევენახეობის მეურნეობის დირექტორი; 1982-1987წწ. გორის რაიონული აგროსამრეწველო გაერთიანების თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1987-1992წწ. გორის რაიონული აგროსამრეწველო გაერთიანების თავმჯდომარე; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №5.32 გორის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015.- თბ.-2015.-გვ. 54; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: web.archive.org Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |