The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მემედ ცინცქილაძე

მემედ ცინცქილაძე
Date of birth:15 January, 1915
Date of death:3 February, 1989  (at 74 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ორთაბათუმი, ამჟამად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო ბათუმის პედაგოგიურ სასწავლებელში; დაამთავრა მოსკოვის ვ.ი. ლენინის სახელობის სამხედრო პოლიტიკური აკადემია პოლიტ-მუშაკთა მომზადების სპეციალური კურსები და მიენიჭა თადარიგის პოლიტ-მუშაკთა უფროსი ლეიტენანტის წოდება 1956 წელს.

1967–1974 წწ. აჭარის ასსრ შინაგან საქმეთა მინისტრი; 1941-1956 წწ. სამჭოთა არმიის რიგებშია; იყო ბატალიონის მეთაური, პოლკის მეთაურის მოადგილე პოლიტნაწილში, 414-ე დივიზიის უფროსის მოადგილე; დემობილიზაციის შემდეგ მუშაობას იწყებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში; 1956 წლიდან იგი სხვადასხვა დროს იყო ბათუმის რაიმილიციის უფროსი, ქალაქ ბათუმის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსი, აჭარის ასსრ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; 1967–1974წწ. აჭარის ასსრ შინაგან საქმეთა მინისტრი; 1974 წლის აპრილში გავიდა თადარიგში; თადარიგში გასვლის შემდეგ იგი არჩეულ იქნა ომისა და შრომის ვეტერანთა აჭარის საოლქო საბჭოს თავმჯდომარედ. მრავალი ჯილდო ჰქონდა მიღებული სასაზღვრო ჯარების განმტკიცების სამსახურში შეტანილი წვლილისთვის. დაჯილდოებულია საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელებით; საზოგადო მოღვაწე, შინაგანი სამსახურის მე-3 რანგის გენერალი (გენერალ-მაიორი); დაჯილდოებული იყო მრავალი ორდენითა და მედლით.

Awards and Honors

  • შრომის ვეტერანი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი

Share: