შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ კაციტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მუხლი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1932 წელს. 1932 წლიდან, ვასილ კაციტაძემ თავისი საქმიანობა საქართველოში პროფილაქტიკური მედიცინის განვითარებას და უმაღლეს სასწავლებელში პედაგოგიურ საქმიანობას მიუძღვნა; 1939 წლიდან, ჯერ თბილისის სტომატოლოგიური ინსტიტუტის, ხოლო შემდეგ თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის ჰიგიენის კათედრის გამგეა; 1948–1972 წლებში იყო თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ–ჰიგიენური ფაკულტეტის დეკანი; მისი მრავალირცხოვანი ნაშრომები შეეხება კვების, კომუნალური ჰიგიენის, შრომის ჰიგიენის საკითხების მეცნიერულ კვლევებს და ამ დარგების განვითარებას; ვასილ კაციტაძე ავტორია ქართულ ენაზე გამოცემული ჰიგიენის პირველი სახელმძღვანელოებისა; "ზოგადი ჰიგიენა" (1942 წ.), "სამხედრო ჰიგიენა" (1950 წ.), "კვების ჰიგიენა" (1957 წ.), "რადიაციული ჰიგიენა" (1968 წ.). შემდგომ წლებში ეს სახელმძღვანელოები არაერთხელ გამოიცა; 1950 წელს დაიცვა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, 1951 წლიდან პროფესორია. ჰიგიენისტი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 444 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |