შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიგი უგულავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტი 1998 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა: რელიგიის ისტორიის მასწავლებლად, ჟურნალისტად, კონსულტანტად. იყო ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" სამართლებრივი განათლების ქვესაბჭოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი კონტროლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი; 2001-2003 წწ. იყო "სამართლებრივი განათლების ასოციაციის" (ALPE) დირექტორი; 2003 წლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე; 2004 წლიდან საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის I მოადგილე; 2004-2005წწ. პრეზიდენტის რწმუნებული სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში; 2005 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი; 2005-2013 წწ. თბილისის მერი. პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.445 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |