The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ტარიელ კიპაროიძე

ტარიელ კიპაროიძე
Date of birth:1 February, 1948  (77 years)
Category:Architect, Sculptor, Painter

Biography

1967-1969 წწ. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე; 1970-1975 წწ. სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე; დაამთავრა სამხატვრო აკადემიის ასპირანტურა არქიტექტურის თეორიის და ისტორიის სპეციალობით 1978 წელს.

1974-1975 წწ. დაამუშავა თბილისის დედაციხე - მეტეხის ქალაქმშენებლური რესტავრაციის პროექტი, რომელსაც საკავშირო კონკურსზე მიენიჭა პირველი პრემია; 1976-1986 წწ. მუშაობდა ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს საპროექტო განყოფილების გამგედ; 1981 წელს ძეგლთა დაცვის გაფართოებულმა სამეცნიერო საბჭომ დაამტკიცა მის მიერ დამუშავებული ნარიყალას ციხე - სიმაგრის კონსერვაცია - რესტავრაციის პროექტი და მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა პრაქტიკული სამუშაოები 1981-1991 წწ.; 1990-1997 წწ. შეასრულა ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის განახლების პროექტი და რეალიზაცია. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით სიონის საკათედრო ტაძარში მასშტაბური სარესტავრაციო-აღდგენითი სამუშაოები შეასრულა 1982-1999 წწ; 1982-1988 წწ. გამოიკვლია სურამის ციხე, დაამუშავა კონსერვაცია-რესტავრაციის პროექტი და ამავე პერიოდში განხორციელდა ძეგლის პრაქტიკული რესტავრაცია; 1986 წელს დაასრულა ნაბახტევის XI საუკუნის ეკლესიის რესტავრაცია; 1999 წლამდე ხელმძღვანელობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის განყოფილებას; 1999-2009 წწ. მუშაობდა აშშ-ში, ქ. ცინცინატში (ოჰაიო) და დალასში (ტეხასი). მას ეკუთვნის ცინცინატის ანტიოქიის ეკლესიის რეკონსტრუქციის პროექტი, ვენერა მილოსელისა და მარკუს ავრელიუსის მარმარილოს ქანდაკების კონსერვაცია (2008). spring grove semetery-ის მემორიალური როტონდის რესტავრაცია (ცინცინატი, 2005). აშშ-დან დაბრუნების შემდეგ დაამუშავა ნარიყალას კომპლექსის კეთილმოწყობისა და სამრეკლოს პროექტი; 1984 წლის icomos-ის საერთაშორისო კონგრესის მონაწილე, 1997 წლის საუკეთესო არქიტექტურული ნაწარმოების ავტორი, დაჯილდოებულია Loveland Art Show-ის პირველი პრემიით, ქანდაკებაში (USA, loveland, 2009); არქიტექტორ-რესტავრატორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 157-158

Awards and Honors

  • 1997 - ღირსების ორდენი

Share: