შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეკატერინე შარაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ბაკალავრიატი სენტ ჯოზეფის, ასევე პენსილვანიის უნივერსიტეტში (1991–1995). დაიცვა ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში, ინგლისურ ენასა და ხელოვნების ისტორიაში; შემდეგ - მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო მართვაში ჰარვარდის უნივერსიტეტის მმართველობის კენედის სკოლაში (1997–1999) და ასევე მაგისტრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში ემ-აი-თის სლოუნის მენეჯმენტის სკოლაში (1999–2001). 2006 წლის ნოემბერში ეკატერინე შარაშიძე დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად. აღნიშნულ დანიშვნამდე იგი იყო საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი ეკონომიკური განვითარებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სფეროში; 2008 წ. (2 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; 2008-2009 წწ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |