The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ ბოლაშვილი

ჯემალ ბოლაშვილი
დაბადების თარიღი:1935  (90 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის ელექტრული ტრანსპორტის ფაკულტეტი რკინიგზის ტრანსპორტის ელექტრიფიკაციის სპეციალობით 1957 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის ავტოშემკეთებელ ქარხანაში ტექნიკური კონტროლის განყოფილების კონტროლიორად. 1958 წელს იყო თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნის მთავარი კონსტრუქტორის განყოფილების ინჟინერი, 1958-1960 წწ. თბილისის ელექტროტექნიკური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერ-კონსტრუქტორი, 1960-1961 წწ. "საქმძიმმრემრეწველელექტროპროექტის" გამწყობი, 1961-1962 წწ. ქარხანა "ელმავალმშენებლის" სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს კვლევითი განყოფილების უფროსი ინჟინერი, 1962-1965 წწ. ამავე ბიუროს დინამომეტრიული ვაგონის უფროსი, 1965-1970 წწ. საკონსტრუქტორო ბიუროს ჯგუფის უფროსი, ლაბორატორიის უფროსი, ელმავლების კომპლექსური გამოცდის ლაბორატორიის უფროსის მოადგილე, 1970-1973 წწ. ლენინგრადის ქარხანა "პნევმატიკის" ელექტრომექანიკური განყოფილების უფროსი ინჟინერი, 1973-1974 წწ. ამავე ქარხნის ენერგეტიკული უბნის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; 1974-1992 წწ. ქარხანა "ელმავალმშენებლის" სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს ჯგუფის უფროსი, სექტორის უფროსი, განყოფილების გამგის მოადგილე, საკონსტრუქტორო ბიუროს მთავარი ინჟინერი. 1992 წელს დაინიშნა სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს დირექტორად, ხოლო 1999 წელს სააქციო საზოგადოება "ელმავალმშენებლის" მთავარ ინჟინრად. 2005 წლიდან არის ამავე სააქციო საზოგადოების  ტექნიკური დირექტორი. 2009 წელს ელმავალმშენებლობის დარგში "წლის ინჟინრის" საპატიო წოდება მიენიჭა.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.151

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    1998-2000 წლებში შესრულებული სამუშაოსათვის - "მუდმივი დენის ოთხღერძიანი მაგისტრალური ელმავლის შექმნა და სერიულ წარმოებაში დანერგვა"
  • 2002 - საქართველოს საპატიო რკინიგზელი

გააზიარე: