The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯონდო გიორგაძე

ჯონდო გიორგაძე
დაბადების თარიღი:12 ივლისი, 1934
გარდაცვ. თარიღი:2008  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზემო ხეთა, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის ელექტრული ტრანსპორტის ფაკულტეტი რკინიგზის ტრანსპორტის ელექტრიფიკაციის სპეციალობით 1957 წელს.

1957-1958 წწ. მუშაობდა ქ. სამარის სალოკომოტივო დეპოში ელმავლის მემანქანის თანაშემწედ; 1958-1959 წწ. თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნის საკონსტრუქტორო განყოფილების ინჟინრად, უფროს ინჟინრად; 1959-1964 წწ. სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს სამონტაჟო სქემების დამუშავების განყოფილების ბიუროს უფროსად; 1964-1970 წწ. იყო პერსპექტიული დამუშავების ლაბორატორიის უფროსი; 1970-1974 წწ. ძრავებისა და დროსელური მოწყობილობის განყოფილების ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1974-1993 წწ. ელექტრული სქემებისა და მონტაჟის განყოფილების უფროსი; 1993 წელს იგი გადაიყვანეს სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს მაგისტრალური ელმავლების პროექტის მთავარ კონსტრუქტორად; 1994 წელს ელექტრომავლების სქემების, ძრავების დაგეგმარებისა და გამოცდის განყოფილების უფროსად და საკონსტრუქტორო ბიუროს მთავარ კონსტრუქტორად; 2000 წლიდან შპს "ელექტროტრანსპორტპროექტის" (ყოფილი სპეციალური საონსტრუქტორო ბიურო) მთავარ კონსტრუქტორად. 2002 წლიდან გარდაცვალებამდე იყო სააქციო საზოგადოება "ელმავალმშენებლის"  სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს მთავარი კონსტრუქტორი. 

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.152

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - საქართველოს საპატიო რკინიგზელი
  • 2002 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
    1998-2000 წლებში შესრულებული სამუშაოსათვის - "მუდმივი დენის ოთხღერძიანი მაგისტრალური ელმავლის შექმნა და სერიულ წარმოებაში დანერგვა"

გააზიარე: