Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯონდო გიორგაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზემო ხეთა, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის ელექტრული ტრანსპორტის ფაკულტეტი რკინიგზის ტრანსპორტის ელექტრიფიკაციის სპეციალობით 1957 წელს. 1957-1958 წწ. მუშაობდა ქ. სამარის სალოკომოტივო დეპოში ელმავლის მემანქანის თანაშემწედ; 1958-1959 წწ. თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნის საკონსტრუქტორო განყოფილების ინჟინრად, უფროს ინჟინრად; 1959-1964 წწ. სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს სამონტაჟო სქემების დამუშავების განყოფილების ბიუროს უფროსად; 1964-1970 წწ. იყო პერსპექტიული დამუშავების ლაბორატორიის უფროსი; 1970-1974 წწ. ძრავებისა და დროსელური მოწყობილობის განყოფილების ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1974-1993 წწ. ელექტრული სქემებისა და მონტაჟის განყოფილების უფროსი; 1993 წელს იგი გადაიყვანეს სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს მაგისტრალური ელმავლების პროექტის მთავარ კონსტრუქტორად; 1994 წელს ელექტრომავლების სქემების, ძრავების დაგეგმარებისა და გამოცდის განყოფილების უფროსად და საკონსტრუქტორო ბიუროს მთავარ კონსტრუქტორად; 2000 წლიდან შპს "ელექტროტრანსპორტპროექტის" (ყოფილი სპეციალური საკონსტრუქტორო ბიურო) მთავარ კონსტრუქტორად. 2002 წლიდან გარდაცვალებამდე იყო სააქციო საზოგადოება "ელმავალმშენებლის" სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს მთავარი კონსტრუქტორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.152 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |