შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ მანჯავიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი რკინიგზის ტრანსპორტის ელექტრიფიკაციის სპეციალობით 1982 წელს. ამავე წელს მუშაობა დაიწყო თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნის ტექნიკური კონტროლის განყოფილებაში ელმავლების საკონსტრუქტორო გამოსაცდელ ჯგუფში ელექტროზეინკლად, ხოლო ორი წლის შემდეგ გადაიყვანეს ამავე ჯგუფში ელმავლების მემანქანე-გამომცდელად. 1984 წელს ჩაირიცხა რკინიგზის ტრანსპორტის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში, ხოლო 1985 წელს მიიღეს რკინიგზის ტრანსპორტის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ელექტრიფიკაციის განყოფილებაში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, 1988 წელს ასპირანტურის დამთავრების შემდეგ იგი მუშაობდა ამავე განყოფილებაში მეცნიერ თანამშრომლად, 1988-1993 წწ. იყო თბილისის საწარმოო გაერთიანება "ელმავალმშენებლის" სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს ელექტრული სქემების განყოფილების სექტორის ინჟინერ-კონსტრუქტორი, ამავე საკონსტრუქტორო ბიუროს ელექტრული სქემებისა და მონტაჟის განყოფილების სექტორის უფროსი, შემდეგ კი - განყოფილების უფროსის მოადგილე. 1993 წელს იგი დანიშნეს სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს მთავარ ინჟინრად, 1999 წელს ეს ბიურო გადაკეთდა შპს "ელექტროტრანსპორტპროექტად" და ნ. მანჯგალაძე დაინიშნა მის დირექტორად. 2005 წლიდან იყო სააქციო საზოგადოება "ელმავალმშენებლის" საკონსტრუქტორო ბიუროს დირექტორი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.153 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |