The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ მარღანია

ვლადიმერ მარღანია
Date of birth:8 February, 1928
Date of death:6 September, 1958  (at 30 years)
Category:Athlete

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დრანდა, აფხაზეთის ასსრ.

სხვადასხვა დროს იცავდა სოხუმის "დინამოს", სტალინოს "შახტიორის", თბილისის "დინამოს" და საბჭოთა კავშირის ოლიმპიური საფეხბურთო ნაკრების ღირსებას;  გამოირჩეოდა სანიმუშო რეაქციითა და ეფექტური ნახტომებით. ითვლება თავისი დროის ერთ-ერთ უძლიერეს მეკარედ; სამჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში; იყო თბილისის "დინამოს" ერთ–ერთი პირველი თაობის ლეგენდარული მეკარე, სპორტის დამსახურებული ოსტატი. თბილისის "დინამოში" ასპარეზობისას (1947–1958) ჩაატარა საკავშირო ჩემპიონატის 212 შეხვედრა; არის საბჭოთა კავშირის პირველობის ორგზის ვერცხლის მედალოსანი 1951, 1953 წლებში და 1950 წლის გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. სამჯერ შეიყვანეს საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში. ჰელსინკის XV ოლიმპიური თამაშების მონაწილე საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ ნაკრებთან ერთად; 30 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში დაიღუპა; ფეხბურთელი, მეკარე.

წყარო: fcdinamo.ge; ქართული სპორტი: sport.gov.geსაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.560

Awards and Honors

  • 1952 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

Share: