The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ბართაია

თამარ ბართაია
დაბადების თარიღი:9 თებერვალი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:დრამატურგი, მწერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი 2010 წელს; ასპირანტურა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი 2005 წელს (თემურ ჩხეიძის სახელოსნო); ბაკალავრიატი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი 1987 წელს (ერლომ ახვლედინის სახელოსნო).

1992 წლიდან კითხულობს ლექციებს თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, 2008 წლიდან ი. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2010 წლიდან   ილიას უნივერსიტეტში; 1987–1992წწ. მსახიობის სახლის ლიტერატურული ნაწილის გამგე; 1998-2002წწ. სტუდია "აუდიენციის" პირველი არხის სცენარისტი; 2002-2009წწ. ტელეკომპანია "იმედის" სცენარისტი; 2003-2009წწ. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის სცენარისტი; არის 20-ზე მეტი მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური ფილმების სცენარის ავტორი; დოკუმენტური ფილმები: "ქართული გალობა რომში" (2015); "ჟურნალისტები დემოკრატიული არჩევნებისთვის", "გაეროს დემოკრატიის ფონდი" UNDEF (2012); "მტკიცედ და ერთად" ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის დაკვეთით (2012); "დევნილები" – DVV International (2011); "ყველაზე საქმიანი ადამინები" და "იბადება სიცოცხლე"  პირველი არხი (2001). უცხოეთში განხორციელებული პროექტები:"Opening the curtains" (სცენარის ავტორი), DVV International ქემერი (2015); "სათამაშო პისტოლეტი" (პიესის ავტორი, ლიტვა, 2013); "კაბა" (პიესის ავტორი, საერთაშორისო ფესტივალი, ედინბურგი, 2013); "სათამაშო პისტოლეტი" (პიესის ავტორი, ჩელსის თეატრი, ლონდონი, 2012); "ორი მტკაველი მიწა" (პიესის ავტორი, ლარჯესთ რუმ. ლონდონი, 2011); "შეხვედრის ადგილი" (პიესის ავტორი, ლარჯესთ რუმ. ლონდონი, 2008); "კაბა" (პიესის ავტორი, რივერ საიდ, ლონდონი, 2007); "კაბა" (პიესის ავტორი, საერთაშორისო ფესტივალი, ედინბურგი, 2007); "თუშური რიტუალები" (სცენარის ავტორი, საერთაშორისო ფესტივალი ვენეცია, 2005); პრიზები: თუმანიშვილის სახ. თეტრალური ხელოვნების განვითარების ფონდის და კულტურის სამინისტროს ერთობლივი კონკურსი: "საუკეთესო თანამედროვე პიესა" მთავარი პრიზის ოთხგზის ლაურეატი: "და-"ქოც" "ნაც"-ებულები" (2015); "სტალინის სანუკვარი სარდაფი" (2012); "სათამაშო პიტოლეტი" (2009); "პეიზაჟს აკლია სითბო" (2007); "ედინბურგის ოთხი ვარსკვლავი პიესისათვის "კაბა", ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალი (2007); კინოცენტრის პირველი პრემია სრულმეტრაჟიანი სცენარისათვის "გავცვალოთ ქუჩები" (2006); კინოცენტრის პირველი პრემია მულტფილმის სცენარისათვის "დაგვიანებული დღიურები" (2005); გრან-პრი ევრაზიის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი "მისაღები გამოცდები" (2002); ჟიურის სპეციალური პრიზი "რა ფრინველია დრაფა" მოსკოვის მულტფილმების, საერთაშორისო ფესტივალი (2001); წლის საუკეთესო სცენარისტი ტელესერიალებისთვის: "დიდების ზღაპარი", "ძილის წინ" (2000). მისი წიგნები: "პეიზაჟს აკლია სითბო", "four plays", "A toy Gun" თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, ლიტვურ, იტალიურ, სომხურ, თურქულ და გერმანულ ენებზე, შესულია სხვადასხვა ქვეყნების ლიტერატურულ გამოცემებსა და კრებულებში; 2000 წელს გავლილი აქვს მასტერკლასები ტონინო გუერასთან.

წყარო: gnfc.ge/uploads/files

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • დრამატურგ ქალთა მსოფლიო ასოციაცია (სტოკჰოლმი, შვედეთი), წევრი (2012-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2010 - ლიტერატურული პრემია "საბა"
    მთავარი როლი : კომედია 2 მოქმედებად / თამარ ბართაია.-თბილისი : დიოგენე, 2009.-48გვ.

ბიბლიოგრაფია

  • ქართული პიესა (ავტორი) // 2013 : ქართულ-ავსტრიული ერთობლივი კონკურსი დრამატურგიაში. - თბილისი, კენტავრი, 2014. - 424გვ.. - ISBN: 978-9941-9375-4-5
  • ქართული პიესა (ავტორი) // 2012. - თბილისი, კენტავრი, 2013. - 272გვ.. - ISBN: 978-9941-9331-2-7
  • მთავარი როლი : კომედია 2 მოქმედებად (ავტორი). - თბილისი, დიოგენე, 2009. - 48გვ.
  • პეიზაჟს აკლია სითბო : მოთხრობები, პიესები (ავტორი). - თბილისი, დიოგენე, 2007. - 252გვ.

გააზიარე: